Paulsrekorder - "Anna"

9.30.2009


                                

                                     ქალის სიყვარული

                          თედო ბექიშვილი

უმწეოა ქალის სიყვარული,

ჩრდილში ამოსული იასავითაა,

თვალი რომ სულ მზისაკენ უჭირავს...

უმწეოა ქალის სიყვარული,

როგორც უმწეოა იის სურნელება,

ყველა რომ მოსაწყვეტად ეტანება...

ჭკნებიან მოწყვეტილი იები

და ლარნაკებში ჩაწყობილნი

ქრებიან და უჩინარდებიან.

უცნაურია მათი მიამიტური

ლტოლვა და ერთგულება,

უცნაურია მათი გულმავიწყობა...

ანდა იქნებ თავიანთი დიდსულოვნებით

ჩვენი გულგრილობის ყინულის გალხობა უნდათ.

უცნაურია მათი მიმტევებლობა,

უცნაური და უმწეო...

სუროსავითაა,

თუ არაფერს შემოეხვია,

წელში ვერ აიმართება,

თავს მაღლა ვერ აიღებს,

ვერ გაიშლება და ვერ გაიფურჩქნება,

მზეს ვერ დაენახვება...

უმწეოა ქალი სიყვარული,

როგორს სიცოცხლე...


ADU.............


Semodgomis feria...


ADU.............


Semodgomisfer azrebis cvena,

wvimis surnelis muqi ferebi.

am gulSi, erTad ver daetia

ocneba didi da siyvaruli.

drom yvela fiqri ertad Sekriba,

gulSi aimRvra tkivili mware.

ocnebam, frTebi zRvas gaatana,

Seni Tvalebi, vardisfers Rames.

isev gaxundnen Zveli frazebi,

kvlav Semodgomis surneli dadga.

foTlebma bolo survili CaTqves

da dedamiwas akoces nazad...

ADU.............


ADU.............


                                 

     ის...

საღამო იყო. მიდიოდა უბრალოდ, ქურთუკის ჯიბეებში ხელჩაწყობილი. თავჩაღუნული. მწარე ოცნებას გაკიდებული. ქარი წეწავდა მის ცხოვრებას და წვიმა რეცხავდა კედლებს.

   არ უთქვამს, ვგრძნობდი... მხოდოლ ერთხელ გამომხედა, მაგრამ მის თვალებში ამოვიკითხე სევდა, სასოწარკვეთა...

    წინ წავიდა, მიიმალა...

ვიხსენებდი, ვუკვირდებოდი, ჩემთვის ვმსჯელობდი. დასკვნები გამომქონდა,

-უაზროდ...

ქუჩაში მისი ნახვის იმედით გამოვედი,

-ამაოდ... არავინ იყო....

-თავი მოიკლა?!

-არა?!

-მაშინ ვინ იყო ის?!

-ჩაგაფიქრა?!

-ჰო, მე დავფიქრდი, ვინ იყო ის.......

Powered By Blogger