Paulsrekorder - "Anna"

11.12.2009




     ***
ჭიქაში ჩარჩენილი, დამჭკნარი ყვავილების კონა...
ყვითელი ნარცისები... ყავისფერი, მტვრიანი...
ფსკერზე ჩამკვდარი სიყვითლე, ჭუჭყი...
ჩამოხეული ქაღალდიდან შემოჭრილი მზის სხივები...
მტვრის ნაწილაკების ქაოსური მოძრაობა...
ჭრაჭ-ჭრუჭ.....
ჯლახუნით მოხურული კარი...
სულიერი გვალვა...
გულის ფსკერზე ატმასნული, მიყინული „არა“.
ჭუჭყისგან გაგუდული სხეული... უსულო...
ძირს დაგდებული. თოჯინასავით უმანკო გამოხედვით...
მზის სხივი....
                              ყვავილები...  
                                                              სიყვითლე...

               თვალები დახუჭული... 

თითებს შორის დავარდნილი, ლაქებიანი სამართელი...
მასაც, მკაცრად შერჩენილი, გაყინული, მიტმასნული „არა“



adu... 


No comments:

Powered By Blogger