Paulsrekorder - "Anna"

11.12.2009

სულის ციხესთან..



„ჩემი ნატანჯი სული ციხესთან, შენს განაჩენს დაველოდები.."

 ვივლი, შემოდგომის ფოთოლივით მკვდარი.

ცალად, ქუჩების ვიწრო მოსახვევებში.

დაველოდები, გაყინულ მთვარეს შებინდებისას.

მზის ამოსვლისას, პირველ სხივებს ვაჩუქებ ღიმილს .



ჩავიცვამ ძაძებს. თავზე დავიდგამ ფიქრებს-სევდიანს.

მოვისხამ ქურთუკს, ზედ აკრული ცივი ტილოთი.

მარტოობაა მიწერილი ყოველ ნაბიჯზე

და გაცრეცილი მოგონების სურნელი ამდის...



დაველოდები, ღამის ძილის გამოფხიზლებას,

სულის ციხესთან ჩამოვჯდები, ბორკილ დებული.

დაველოდები, თორმეტს მიმწყდარ, მომაკვდავ ისრებს...

დაველოდები, ჩემს განაჩენს სულის ციხესთან...




 adu...

No comments:

Powered By Blogger