ალბათ მოგინდება მთელი ღამე ერთად ვიაროთ ნაწვიმარ ქალაქში,
ოღონდ მდუმარედ.
მე, გაბერილი ბუშტივით ვიფარფატებ, კითხვებით მობმული ძაფით.
ხან ჩაგეხუტები, ხან გავფრინდები და უსასრულობაში დავიჩუტები.
მთხოვე რაც გინდა, ოღონდ ცოტა ხნით კიდევ დარჩი ამ გადარეულ სამყაროში.
სიგიჟემდე მინდა ვუყურო შენს ნაღვლიან თვალებს.
დადუმებულ ბაგეებს.
ოდნავ ფერდაკარგულ სახეს და...
და ალბათ მოგინდება მთელი ღამე ერთად ვიაროთ ნაწვიმარ ქალაქში,
ოღონდ მდუმარედ.
No comments:
Post a Comment