საგიჟეთის თეთრ კედლებში,
სულ სხვა არის სუნთქვა შენი.
გამძაფრებულ ცხვირის ყნოსვას,
უღიტინებს წამლის სუნი.
შეთეთრებულ ჭერზე ყვითლად,
ჩამოსულა წვიმის წყალი.
დაობებულ ფანჯრის კიდეს,
ზედ აჰკვრია წლობის ჭვარტლი.
შენ აქედან სულ სხვა ჩანხარ,
დაგიბერდა საღი აზრი.
გაღმა, თურმე ნისლებია,
თეთრ კედლებში_თეთრი თავი...
No comments:
Post a Comment