Paulsrekorder - "Anna"

5.20.2010

აფხაზეთს...


მე, შემიყვარდა აფხაზეთი.
ხელი, მოგლეჯილი სხეულიდან;
მისი ტკივი და სიყვარული,
ჩემში გულუპრყვილოდ ირევიან.

ზღვაზე მომინდება ხეტიალი,
მაგრამ სანაპირო მტვრიანია,
სახეს შავი ჩადრი მიფარავს და
თოლიაც კი სადღაც გამქრალია.

ქუჩებს მივუყვები მონუსხული,
მისი სურნელი ხომ უცვლელია.
ძველი ხალასი და სიმყუდროვე,
საშიშ სიჩუმეში გადაზრდილა...


No comments:

Powered By Blogger