Paulsrekorder - "Anna"

5.20.2010

სულის სიმარტოვეს

ვეღარ ავუდივარ,

ბანზე ჩამომიჭკნა

შენი ყვავილები,

ზამთარს მივაგორებ

სუსტი ხელებით

და მტკივა ოცნებები

ჩუმად გაყინული.



ფეხებს აერევათ გზა

და ავტირდები.

სულის სიმარტოვე,

შენი ყვავილები...



P.S გაზაფხულზე მოვისვრი არიადნეს გორგალს

და მივუჯდები სიცხისგან ფერდაკარგულ ნიჟარებს...

No comments:

Powered By Blogger