პეტრე, გამოღებული სარკმლიდან,
ბევრი სითბო გამოიპარა ჩემთან.
პეტრე, შენი სევდა, ჩემთვის ნაცნობი მეგობარი აღმოჩნდა.
პეტრე, რამდენი რამ მრჩება_
სახლიდან გასულს და
მაინც მძიმედ მიმაქვს ჩანთა.
პეტრე, გული მწყდება დამჭკნარ იებზე და მჯერა_
ზამთარში მოგაგონდება მივიწყებული ლარნაკი.
პეტრე, მე სიგიჟემდე შემიყვარდა_
წელმოწყვეტილი აპრილი და მოწყენილი იასამნები.
პეტრე, ათენას და აფროდიტეს შევეკედლე.
მესამე მგზავრად დავეწიე სანაპიროზე.
პეტრე, რამდენი რამ მაქვს სამადლობელი.
–სიყვარული,
–მეგობრობა,
–რწმენა,
–სინანული,
–მდუმარება. . .
პეტრე, „მაწანწალა ბავშვი ვარ და“
შენც ბავშვობა გამიწიე.
პეტრე, „სულში ისევ ყვავის იაგუნდისფერი ცუცტი ყვავილები“.
პეტრე, ნეტავ იცოდე, როგორ ამომევსო დაჩხვლეტილი სულის მტკივნეული წერტილები...
No comments:
Post a Comment