Paulsrekorder - "Anna"

6.03.2010

მესაფლავ(ენი)

მიცვალებული იშვიათად მოგვყავს დასაკრძალად, თუმცა ბევრნი ვართ.
ბავშვობიდან  მიწას ვაყრი  გაქვავებულ სხეულებს და მიკვირს, რატომ არ შორდებათ ღიმილი_
ბალზამიანი სახიდან.

სოფლის ბოლოს_

მეორე სამყაროა.

ღობის იქით_   მიწაში დადიან.

ღობის აქეთ_  მიწაზე.

ჩუმად ამოვსულვარ. ქოშინისგან გული ბევრჯერ  ამომვარდნია.

ვეპარები ბრბოს, რადგან არ უყვართ, როცა აქ მარტო მოვდივარ.

მე ხომ არ მჯერა მათი სახეების_სოფლის დედაკაცების,

სოფლის უხუცესების,

სოფლის ბავშვების.

ისე ჩაუვლიან ფიცრებს, ჰექტარზე გადაჭიმულს, თავს არ შემოაბრუნებენ;

არადა რა ლამაზად აწერია _

„ცოცხალთათვის შესვლა აკრძაულია“.
მაშინ რატომ იჭრებიან მათ წიაღში და ძილს უფრთხობენ ფაციფუცით_
 ბალახის ძიძგვნით,

ყვავილების რგვით.

რად უნდათ ჩვენი გაგორებული_

ლაყე, წითელი კვერცხები.

პირიდან  ლუკმაგამოცლილი პასკები.

–არ უნდათ! არა!მე არ მიშვებენ ახლოს!

მხოლოდ ღობეს ვარ ჩაფრენილი და ძველებურად, აქოშინებული ძაღლივით ენაგადმოგდებული ვუყურებ მათ მომღიმარ სახეებს.

ქვაზე შეყინულს და ზამთრის სუსხში აკანკალებულ საფლავებს.





მიცვალებული იშვიათად მოგვყავს დასაკრძალად, თუმცა ბევრნი ვართ...



No comments:

Powered By Blogger