ნუ ჩაგრავ_
ცოდვაა.
ნუ უყურებ_
ცოდვაა.
ნუ ატყუებ_
ცოდვაა.
ნუ ოცნებობ_
ცოდვაა.
– იქნებ ისიც მითხრა,
"_ნუ სუნთქავ_
ცოდვაა."
თუ ჯერ კიდევ სუფთაა ჰაერი?
მალე მაგასაც ამიკრძალავ.
ფიქრს კიდევ მოუხერხებს კაცი რამეს, მაგრამ_
არ ვისნუნთქო?
–ჩუ! ნუ ლაპარაკობ უქმად_
ცოდვაა.
–ჩუ! ნუ ხარ ამპარტავანი_
ცოდვაა.
ჰაერი ჩამოლპება სადაცაა და მერე მეტყვი:
"–ჩუ! ნუ სუნთქავ.
–ჩუ! ნუ აზროვნებ.
თუმცა, არა მგონია გაგუდული სხეული რამესღა აზრობდეს...
No comments:
Post a Comment