მეოფინა სულს ნათელი თქვენებური,
ლექსებს მუზა ჩამოუჯდა მხლებელად,
სითბომ ჩუმად გადმოჟონა თვალებიდან,
გულის ძგერას სულ სხვა სისხლი აგება.
წელმოწყვეტილ გრძნობებს ფრთხილად გადავითვლი,
ხელს არ ვახლებ მიყუჩებულ ტკივილებს,
ისე, ჩემითვის სინანულით თავს გავიქნევ,
მერე ჩუმად მივუყვები ბილიკებს.
ნატეხებზე ჩამოვჯდები ძველი ფიქრით.
მთიებს ნატან ღიმილ–სევდა ნაპირებს,
დაასველებს ცელქი წვიმის წკაპა–წკუპი
და ნიღბების მაღაზიას აღვიძებს...
No comments:
Post a Comment